ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ავტორი
Front News საქართველო
ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა.
თავად ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და კიდევ 4 პირი - იოსებ ჭანჭალეიშვილი, როინ ფოფხაძე, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.
ბიჭიკო პაიკიძეს თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს - 6-დან 9 წლამდე.
თაგები:
ვალერიან კვარაცხელია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


