ვალერიან პაპუაშვილი - ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ თითოეული პრობლემის ეფექტური მოგვარება

ავტორი
Front News საქართველო
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი სანზონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და იქ არსებულ პრობლემებს ეცნობა.
პაპუაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია, რომ თითოეული პრობლემა დროულად მიიტანონ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველყონ მათი ეფექტური მოგვარება.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სანზონაში, გვაზაურის ქუჩის მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებს ადგილობრივებს. განსაკუთრებით გამოიკვეთა წყლის მიწოდებისა და შიდა გაყვანილობის საკითხები. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ თითოეული ასეთი პრობლემა დროულად მივიტანოთ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველვყოთ მათი ეფექტური მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი”, - წერს ვალერიან პაპუაშვილი.
თაგები:
ვალერიან პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


