Logo

ვალტონენი - ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ

პოლიტიკა
392
Frontnews image description

მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ, – ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს.

"ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატოს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.

ეუთოს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე მივიდა და შეკრებილებს გაესაუბრა.

ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა,აქედან კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

Advertisement