ვანო ჩხიკვაძე – ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გაიწერება ამ გადაწყვეტილების განხორციელების გზები

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის შეეჩერებინათ, – ამის შესახებ “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის გზები, თუ როგორ განხორციელდება ეს შეზღუდვები.
“ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის შეეჩერებინათ, პირიქით, მათ ყოველთვის პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდათ და ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეეჩერებინათ. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საინტერესო და უპრეცედენტოა იმიტომ, რომ მოქალაქეებისთვის ღია რჩება ევროკავშირის კარი, ხოლო დიპლომატიური პასპორტის მქონეებისთვის ის იხურება.
ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გაიწერება ამ გადაწყვეტილების განხორციელების გზები, იქნება ყველა დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანი თუ იქნება სახელობითი სია”, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში კვლავ უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ, ხოლო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებზე შეზღუდვა ამოქმედდება
თაგები:
ვანო ჩხიკვაძე




