Logo

ვანო ჩხიკვაძე – შეიძლება, საერთოდ დაეშვას ეს ფარდა და საქართველო ვეღარ წავიდეს ევროკავშირისკენ, ამის რისკი რეალურია

პოლიტიკა
868
Frontnews image description

შეიძლება, საერთოდ დაეშვას ეს ფარდა და საქართველო ვეღარ წავიდეს ევროკავშირისკენ, ამის რისკი რეალურია და ეს არ არის აჟიოტაჟის შექმნა, – ამის შესახებ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა.  

 

მისი თქმით, საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო და მოცემული ვადა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს რეკომენდაციების შესასრულებლად. 

 

“ახლა ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ვიმუშავოთ. ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით მოლდოვას და უკრაინას და  არის რისკი,  რომ დაშორება უფრო გაიზარდოს. ამის გათვალისწინებით, დროს, საათსაც კი მნიშვნელობა აქვს.  ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება,  რომ ეს დრო გავფლანგოთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან სერიოზული ფასის გადახდა მოგვიწევს, შეიძლება საერთოდ დაეშვას ეს ფარდა და საქართველო ვეღარ წავიდეს ევროკავშირისკენ, ამის რისკი რეალურია და ეს არ არის აჟიოტაჟის შექმნა. ვინც იცის, ვინც უყურებს ევროკავშირს, ვინც სწავლობს მის ისტორიას, იცის, რომ ასეთი შესაძლებლობები უიშვიათესად იხსნება, ეს შესაძლებლობა ახლა გახსნილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და ეს ვითარება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ. 

 

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის შანსი მდგომარეობის გამოსასწორებლად. 

 

“ჩვენ ვკარგავთ ზუსტად იმას, რომ ამ ეტაპზე ჩამოვრჩებით მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ არ მინდა,  სასოწარკვეთას მივეცეთ და ხელი ჩავიქნიოთ.  ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც.  იმ შემთხვევაში, თუ მოვინდომებთ ყველანი ერთად, ჩვენ შეგვიძლია დავეწიოთ მათ“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები