ვანო მაჭავარიანი – აზერბაიჯანი ხედავს, რომ გარეჯის თემა ხელოვნურად შექმნილია შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის და რა თქმა უნდა, ისარგებლებს ამით


ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანი ხედავს, რომ გარეჯის თემა ხელოვნურად შექმნილია შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის და რა თქმა უნდა, ისარგებლებს ამით, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ალიევი რომ მიიჩნევდეს გარეჯის საკითხს პრობლემად, ისაუბრებდა ამაზე.
“გარეჯის თემა ხელოვნურად შექმნილია შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის. რამდენჯერმე მქონდა საშუალება ვიზიტების დროს დავკვირვებოდი პრეზიდენტ ალიევის ჩვევებს, თუ რამე აქვს სათქმელი, ის პირდაპირ ამბობს. მათ არ მიაჩნიათ, რომ ეს თემა არის პრობლემა. ხვდებიან, რომ ქართული მხარე ამას იყენებს შიდა პოლიტიკური თემისთვის და ოპოზიციის “დასაპრესად“.
აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, ისარგებლებს ამით და ამ თემაზე ერთი ნაბიჯით წინ არ წავლენ, ხედავს, რომ ეს თემა ქართულ მხარეს რეალურად არ აინტერესებს და მუდმივად იყენებს მტრების ძებნისთვის“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა
მისი თქმით, გარეჯის საკითხზე უნდა ესაუბრათ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზეიდენტებს.
“ღარიბაშვილი ამაზე არ საუბრობს, ამ თემაზე შეეძლოთ ესაუბრათ ქვეყნის პრეზიდენტებს, პრეზიდენტ ალიევს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ რეალურად როგორც სახელმწიფოს მეთაურებს ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის განვითარებისთვის მოხდეს გარეჯის თემის სწორად დალაგება. ეს არის პრეზიდენტების როლი“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
თაგები:
ვანო მაჭავარიანი

ვანო მაჭავარიანი – ხელისუფლების განცხადება, რომ არ შესწევს ძალა დესტაბილიზაციის თავიდან არიდების, არის ტყუილი, ნებისმიერი ევროპული სტანდარტის ფეხქვეშ გათელვა და უნიათობა

სალომე ზურაბიშვილი – იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი!

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი