ვანო მაჭავარიანი – ისე გაასაღებენ ამ ამბავს, რომ იქეთ ვალს დაგვდებენ, ხომ ხედავთ, ჩვენ ომი ავიცილეთ თავიდანო

ავტორი
Front News საქართველო
ისე გაასაღებენ ამ ამბავს, რომ იქეთ ვალს დაგვდებენ, ხომ ხედავთ, ჩვენ ომი ავიცილეთ თავიდანო, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის – GSAC-ის ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, შიშობს, რომ “ქართული ოცნება“ ამ ნარატივით ცდილობს საზოგადოების რეაქცია შეამოწმოს საქართველოს ხელისუფლების რუსეთის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხზე.
“ეჭვი მაქვს, რომ ამასაც გვაჩვევენ, “მერე რა, რომ ვლადიკავკაზში შეხვდნენ, მერე რა, რომ დაილაპარაკეს, მერე რა, რომ იქეიფეს?“. “ქართული ოცნება” ამ ნარატივს გვთავაზობს, რომ “აბა რა, ომი გინდოდათ?“
ისე გაასაღებენ ამ ამბავს, რომ იქეთ ვალს დაგვდებენ, რომ აი, ჩვენ რამხელა შრომა გავწიეთ, ვლადიკავკაზშიც კი გავფრინდით იმისთვის რომ… აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ომი ავიცილეთ თავიდან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
თაგები:
ვანო მაჭავარიანი




