Logo

ვანო მაჭავარიანი – ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია

პოლიტიკა
630
Frontnews image description

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში  ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნას  სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის – GSAC”-ის ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით,  რეზოლუციის განწყობას იზიარებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ევროპარლამენტარები წარმოადგენენ. 

 

“რეზოლუციაში არის საკითხები, რომელიც უკავშირდება  სანქცირებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებას.  მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპის საბჭო თუ ევროკომისია გაიზიარებს,  მაინც  ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ის ადამიანი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, ევროპარლამენტში და ევროპაში, რომლითაც დაკომპლექტებულია ევროკომისია და ევროპის საბჭო, ასახავს ევროპული საზოგადოების  განწყობას, რომლის 60 პროცენტი ემხრობა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისთვის,  რაც მთავარია, საქართველომ ამ სამკუთხედში შეიძლება მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვოს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები