ვანო მაჭავარიანი – საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად პერსპექტივა სწორედ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად აქვს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად პერსპექტივა სწორედ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად აქვს, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
რაც შეეხება „გეოპოლიტიკურ მდგომარეობას“, მაჭავარიანის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მხოლოდ რუსეთის ჰეგემონიით შექმნილ ფორმატში გაერთიანების პერსპექტივა აქვს.
“იშვიათი პრეცედენტია, რომ რომელიმე ქვეყანა ევროკავშირში ინდივიდუალურად ერთიანი ჯგუფის გარეშე მიეღოთ.
საქართველოს პერსპექტივა კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად სწორედ უკრაიანასა და მოლდოვასთან ერთად აქვს. ცალკე აღებული რომ მიგვიღონ, ესე იგი, ჩვენ მათზე მეტად ევროპელები და საოცრება უნდა ვიყოთ.
სამხრეთ კავკასია გულისხმობს არა ევროკავშირის ფორმატს, არამედ „3+3 ფორმატს“, სადაც ჩვენი მთავრობა ლანძღავს ევროკაშირს და ყველა მათ ლიდერს, ვინ გვაქებს? – რუსეთი“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
თაგები:
ვანო მაჭავარიანი

ანა ფოტიგა – საქართველოს შემოტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად და თუ საჭიროა ხანდახან ვაკრიტიკებთ კიდეც

ირაკლი კობახიძე – გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია

პაატა გაფრინდაშვილი – თუ ევროკავშირი იღებს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მოგვანიჭოს სტატუსი