
ავტორი
Front News საქართველო
არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში „ქართული ოცნების“ კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.
კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.
რეალობა არის ის, რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი“,- წერს მერაბიშვილი.
თაგები:
ვანო მერაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს