Logo

ვანო მერაბიშვილი – პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად

პოლიტიკა
1530
Frontnews image description

რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში თქვენც და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა “ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.

 

“მთავარი პრეტენზია”ნაციონალური მოძრაობის” წინა ხელმძღვანელობის მიმართ იყო პასიურობა, არასაკმარისი აქტივობა სააკაშვილის დასაცავად და პასიური დამოკიდებულება აქციებისა და პრესინგის მიმართ. ერთი კვირის წინ შედგა არჩევნები და მოხდა პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შეამჩნევთ, თუ როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში თქვენც და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილის თქმით, დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს ქვეყნის შიგნით პროტესტის პარალელურად.

 

“დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად და რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ. მსურს, მადლობა გადავუხადო უკრაინის მთავრობას, პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები. მსურს, აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი უმჯობესდება. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ზეწოლა და ასევე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები