
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პატიმრების საკითხზე მუშაობას აქტიურად დაიწყებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ციხეში ტყუილად სხედან, საპატიმროში არ მოხვდნენ.
"ვაპირებ, პატიმრების საკითხზე მუშაობას. მიმაჩნია, რომ ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში ციხეში ტყუილად ზის და ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ. მინდა საზოგადოებას რაღა თვალსაზრისით ვაჩვენო ეს უსამართლობა, რასაც ქვია მართლმსაჯულების სისტემის პრობლემები, როდესაც ჩვენ ისეთ ადამიანს ვუშვებთ ციხეში, რომელიც იქ არ უნდა იჯდეს. მე ამ შემთხვევაში, პირველ რიგში ვგულისხმობ ნარკომომხმარებლებს, როგორც ასეთი, ასევე არსებობს სხვა ტიპის დანაშაულები, სადაც თქვენ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ამას დააკვირდება, მიხვდება, რომ არსებობენ ადამიანები ციხეში, რომლებიც იქ არ უნდა ისხდნენ"-აცხადებს ხვიჩია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს