
ავტორი
Front News საქართველო
კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან დაკავშირებით, რომლითაც ვაქცინაციის პროცესში ვხელმძღვანელობთ, საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ.
ჩვენს მოქალაქეებს დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და აქტივობა ვაქცინაციის დროს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ორგანოგადანერგილი პირები ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
„მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომლებიც ორგანოგადანერგილები არიან. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს