ვარკეთილში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვარკეთილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი -1978 წელს დაბადებული კ.მ.- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა მ.დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა