ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა
შემთხვევა
1986

ავტორი
Front News საქართველო
ვარკეთილში მიკროავტობუსი რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხუთი ავტომანქანა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიკროავტობუსში სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა შეაღწიეს და დაძრეს, რის შემდეგაც მალევე მოხდა შეჯახება რამდენიმე ავტომობილთან.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




