Logo

ვარლამ ლიპარტელიანი - ამ შეხვედრებიდან აუცილებლად გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც შემდეგ ლიდერობას იტვირთავენ ქალაქში, სოფელსა თუ რაიონში

პოლიტიკა
159
Frontnews image description

იმედი მაქვს, შეხვედრებში უამრავი ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებიც საბოლოო ჯამში გახდებიან ქვეყნის სახეები, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველას შეხვდეთ, ამ შეხვედრებიდან აუცილებლად გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც შემდეგ ლიდერობას იტვირთავენ ქალაქში, სოფელსა თუ რაიონში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემაში "იმედის დღე" განაცხადა.

ლიპარტელიანის განცხადებით, თავისუფალი დასწრების ფორმატი გულისხმობს იმას, რომ შეხვედრებზე დასწრებას ნებისმიერი ახალგაზრდა შეძლებს, მთავარი მიზანი ახალგაზრდების იდეების მოსმენაა, რომლებსაც სხვადასხვა მხრივ სურთ თავიანთი რეგიონის განვითარება.

"სწორედ ამიტომ არის თავისუფალი დასწრება, იქ არ იქნება შერჩევით მოყვანილი ადამიანები. ჩვენი მთავარი სურვილი არის ის, რომ შეხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ყოფილან ამ პროცესში ჩართულნი, აქ არ იგულისხმება ის, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით უნდა იყოს საუბარი, შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდა სულ სხვანაირად ხედავს თავისი რეგიონის განვითარებას, ინფრასტრუქტურას,  ნებისმიერი მიმართულებით. მინდა თამამად ვთქვათ ის, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რესურსი,  ნებისმიერი მიმართულებით ეს იქნება პროფესიული მიმართულება,  მეცნიერება, კულტურა, ხელი შევუწყოთ მათ, დავეხმაროთ განვითარებაში სწორი მიმართულება მივცეთ“, - განაცხადა  ვარლამ ლიპარტელიანმა.

ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ახალგაზრდების გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, მათი ჩართულობა აუცილებელია, რამდენადაც მომავალში ისინი გახდებიან ქვეყნის სახეები.

"საბოლოო ჯამში, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უამრავი ახალგაზრდა ჩაერთვება, ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მართლა საბოლოო ჯამში გახდებიან ჩვენი ქვეყნის სახეები, ადამიანები, რომლებიც  ჩვენი ქვეყნის მომავალს და ბედს გადაწყვეტენ. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ყველას შეხვდეთ, ყველასთან ვისაუბროთ და შესაბამისად, კიდევ რა დიდი დატვირთვაც ექნება ამ შეხვედრებიდან აუცილებლად გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც შემდეგ ლიდერობას იტვირთავენ, ეს იქნება ქალაქში, სოფელში, რაიონში, რაც ძალიან გვჭირდება და აღნიშნავს, რომ ლიდერობა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც პოზიცია გეკავოს რომელიმე სამსახურში, შეგიძლია კარგი იდეებით, შენი მოქმედებით ბევრი რამე გააკეთო შენი კუთხისთვის. ახალგაზრდების გარეშე შეუძლებელია განვითარება“,- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები