
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები შეაფასა და განაცხადა, რომ დამსწრეთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე იმატებს.
მისი თქმით, ეს ყოველივე გამოხატავს მათ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ.
“ძალიან დიდია მათი ინტერესი. ყოველ შეხვედრაზე იმატებს დასწრების მსურველების რაოდენობა. მინდა ხაზი გავუსვა გუშინდელ შეხვედრას სტუდენტებთან, რომელიც რუსთავში გაიმართა. ვიცით, რომ სტუდენტური ფესტივალი იწყება და ეს ყველაფერი ნათლად ანახებს იმას, რომ ახალგაზრდები სრულად უჭერენ მხარს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა”, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
თაგები:
ვარლამ ლიპარტელიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს