ვარლამ წიკლაური - ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა


ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ახალციხის მერობის კანდიდატად წარდგენა, - წერს "იმედის“ ყოფილი წამყვანი, ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში.
"ახალციხე ჩემი სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
ეს შალვა ახალციხელის სამშობლო და საქართველოს მეციხოვნე ქალაქია. მდიდარი ისტორიით და მშვიდობიანი აწმყოთი.
ქალაქი, რომელიც მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულსა და ჩემს ფიქრებშია, სადაც არ უნდა ვიყო. ეს სიყვარული მარადიულია. ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის!
მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
მშვიდობა საქართველოს!
მეტი განვითარება ახალციხეს!“, - წერს ვარლამ წიკლაური.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დაასახელა.
თაგები:
ვარლამ წიკლაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს