ვარლამ წიკლაური - დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების “ ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მან, ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.
“დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები. პირველი შეხვედრა გვქონდა ურავლის ადმინისტრაციული ერთეულის, ხეოთის, ნუსხისა და ურავლის მოსახლეობასთან. ძალიან საინტერესო შეხვედრები გამოვიდა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ასევე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა გადავჭრათ”, - განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.
თაგები:
ვარლამ წიკლაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს