ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე მიწა ორად გაიყო, არსებობს მეწყერის საფრთხე

ავტორი
Front News საქართველო
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე მეწყერის საფრთხეა. ადგილზე მიწა ორად გაიყო და ამჟამად იქ, მოძრაობა გადაკეტილია.
ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფია შესული დილიდან და ვითარებას სწავლობს.
შუაზე გაყოფილი ფერდის ფოტოები და კადრები გუშინ პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა თბილისის მერიამ გზა ორი დღის წინ 16 მარტს გადაკეთა.
ამ დროისთვის, შეჩერებულია ვაშლიჯვრის ახალი გზის მშენებლობაც.
თაგები:





