Logo

ვასილ აბაშიძე რაგბის კავშირის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

სპორტი
126
Frontnews image description

საქართველოს რაგბის კავშირმა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვასილ აბაშიძე დანიშნა. ვეტერან ბორჯღალოსანს და გამოცდილ მენეჯერს ეროვნული ნაკრების სტრუქტურაში  მუშაობის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

2004 წელს იგი პირველად დაინიშნა ბორჯღალოსნების მენეჯერად და ამ თანამდებობაზე 2015 წლამდე დარჩა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ის საქართველოს რაგბის კავშირში მენეჯერების სამსახურის უფროსის რანგში დაბრუნდა, 2020 წლიდან დღემდე კი კვლავ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

სპორტული კარიერის განმავლობაში, ვასილ აბაშიძემ საქართველოს ნაკრების რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა. მისი დებიუტი 1998 წელს იტალიასთან შედგა, 2001 წელს კი გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის (იმ დროისთვის ევროპის ერთა თასის) გამარჯვებაც იზეიმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები