Logo

ვასილ გოგოლაძე – მოლოდინი მაქვს, რომ გაერთიანდება ქართული საზოგადოების მიერ დელეგირებული ხალხი, რომელიც სწორ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს

პოლიტიკა
439
Frontnews image description

ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა. ჩემი შეფასებით, შეხვედრა ორივე  მხარისთვის ძალიან პროდუქტიული იყო, – ამის შესახებ სახელმწიფო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა ვასილ გოგოლაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მომავალი ნაბიჯები დაიგეგმა.

“ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა. ჩემი შეფასებით, შეხვედრა ორივე  მხარისთვის ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ მოვუსმინეთ პრეზიდენტის მხარეს, მათ კი ჩვენ და ჩემი შთაბეჭდილებით, ორივე მხარე ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და დავგეგმეთ მომავალი ნაბიჯები.

მოლოდინი მაქვს, რომ გაერთიანდება ქართული საზოგადოების მიერ დელეგირებული ხალხი, რომელიც სწორ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმისათვის, თუ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან და როგორ განვითარდეს საქართველო”, – განაცხადა ვასილ გოგოლაძემ.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები