
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად! – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონი” სანქციების დაწესებასთან არაფერ შუაშია.
“კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება!
პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!
საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ.
ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ესეთი იყო ბოლშევიზმი – მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ!
ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!” – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს