
ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გველოდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა გვერდზე უნდა გადადოს თავისი პირადი კომერციული და ფინანსური ინტერესები.
“აუცილებელია ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გველოდება. ივანიშვილმა გვერდზე უნდა გადადოს თავისი პირადი კომერციული და ფინანსური ინტერესები, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მოხდეს პროდასავლური კოალიციური ხელისუფლების არჩევა დემოკრატიული წესით, რათა ქვეყანაში დასტაბილურდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს