
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა საქართველო აქცია რუსეთის უკანა ეზოდ სანქციებისგან თავის ასარიდებელ ეკონომიკურ პლატფორმად ნაცვლად იმისა, რომ ევროპული, ამერიკული, ბრიტანული კომპანიები შემოსულიყვნენ საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა სწრაფი ნაბიჯებით დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანება.
“ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა საქართველო აქცია რუსეთის უკანა ეზოდ სანქციებისგან თავის ასარიდებელ ეკონომიკურ პლატფორმად და ნაცვლად იმისა, რომ ევროპული, ამერიკული, ბრიტანული კომპანიები შემოსულიყვნენ საქართველოში, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ბაზარი, ჩვენ მივიღეთ რუსული სანქცირებული კომპანიები, რომლის ინტერესებშიც არ შედის საქართველოს არც ეკონომიკის განვითარება, არც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, არც სამუშაო ადგილების შექმნა, მათი ერთადერთი ინტერესი არის თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს. ჩვენ გვაქვს უდიდესი პერსპექტივა სწრაფი ნაბიჯებით დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანება, მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო და შევქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, ასევე შევქმნათ ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ სწორედ დასავლური კომპანიები შემოდიოდნენ საქართველოში, დებდნენ ინვესტიციებს, ქმნიდნენ სამუშაო ადგილებს და არა რუსული სანქცირებული კომპანიები”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს