ვასო ურუშაძე – ეს არის სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის არჩევნები

ავტორი
Front News საქართველო
30-წლიანი ისტორიის განმავლობაში სახელმწიფო მდგრადობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ ქვეყნის არჩევნებია.
“26 ოქტომბერს, ჩვენ არჩევნები მხოლოდ საპარლამენტო დონეზე არ გვაქვს, ეს არის სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის არჩევნები, ეს ეხება მუნიციპალურ სერვისებსაც, წყალმომარაგების სისტემებსაც, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ყველა იმ დარგს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარტნიორობასთან დასავლურ ფონდებთან, საფინანსო ინსტიტუტთან, ამიტომ, ჩვენ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში სახელმწიფო მდგრადობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, სწორედ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე




