ვასო ურუშაძე - ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც ჩვენ ვეხმარებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან სანქცირებულები

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც ჩვენ ვეხმარებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან სანქცირებულები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც სახელმწიფო ეხმარება ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან სანქცირებულები.
"ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც ჩვენ ვეხმარებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან სანქცირებულები, ეს იქნება ნებისმიერი სახის გიგანტი ნავთობის სექტორში. ტერორიზმის მხარდაჭერა, როდესაც ვეხმარებით პუტინის ტერორისტულ რეჟიმს შემოსავლების აკუმულირებაში, რომელსაც შემდეგ ის ტერორისტული მიზნით იყენებს - ესხმის თავს უკრაინას, საქართველოს და სხვა მშვიდობიან სახელმწიფოებს. ამიტომ, დღეს ეს არის მკაფიო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს მანიპულაციას, რომ ეს გემი არ არის სანქციებში, რომ ეს კომპანია არ წერია ბრიტანეთის სანქციებში - ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. სინამდვილე არის ერთი - დღეს საქართველო გამოყენებულია რუსეთისთვის თავის ასარიდებლად", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" საქართველოში, ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი ტვირთი ჩაიტანა. Reuters საუბრობს ტანკერ "კაიზერზე", რომელმაც, მათი ინფორმაციით ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობის ტერმინალში 6 ოქტომბერს 105 340 ტონა ციმბირული მსუბუქი ხარისხის საწვავი მიიტანა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ გემი KAYSERI არ იმყოფება საერთაშორისო სანქციების ქვეშ და "არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში".
თაგები:
ვასო ურუშაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


