
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე, თუმცა, მისი მმართველობის პირობებში 54 თეთრით გაძვირდა გადასახადი ბუნებრივ აირზე, რომელსაც კომერციული სექტორი მოიხმარს, – ამის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს.
“ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე, თუმცა, მისი მმართველობის პირობებში 54 თეთრით გაძვირდა გადასახადი ბუნებრივ აირზე, რომელსაც კომერციული სექტორი მოიხმარს. როცა გაზრდილ ფასებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს სწორედ კომუნალური გადასახადების გაძვირებითაა გამოწვეული. ყველა კერძო საწარმო, რომელიც პროდუქტს აწარმოებს, ბუნებრივ აირს გამოიყენებს. ივანიშვილის კორუფციული ინტერესის გამო გაძვირებული ბუნებრივი აირი პირდაპირ არის ასახული იმ სფეროში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად პურს, საკვებ პროდუქტებს, სხვადასხვა მომსახურების სერვისებს მოიხმარენ. ამიტომ, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს