
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა საქართველოში შექმნა რუსული კორუფციული მმართველობის სტილი, კორუფციული პირამიდა, სადაც სახელმწიფო რესურსები გადანაწილებულია მხოლოდ მის ვიწრო კლანზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლება მდიდრდება, მოსახლეობა ღარიბდება.
“ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა საქართველოში შექმნა რუსული კორუფციული მმართველობის სტილი, კორუფციული პირამიდა, სადაც სახელმწიფო რესურსები, წიაღისეული, ყველა ის სიმდიდრე, რაც გააჩნია ქვეყანას და სახელმწიფოს და ეკუთვნის ხალხს გადანაწილებულია მხოლოდ მის ვიწრო კლანზე.
მიტაცებული აქვთ სახელმწიფო სიმდიდრეები. ამ დროს კი საქართველოს მოქალაქეები ღარიბდებიან, მათი დიდი ნაწილი გარბის ქვეყნიდან ღირსეული დასაქმების საძიებლად” , – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს