ვასო ურუშაძე - მოქალაქეებს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება

ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, ხალხს უნდა უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა, მშვიდობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ 4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ ყველა რუსთაველის გამზირზე, რომ დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ.
"საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, სადაც მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი კორუმპირებული ვერტიკალი, რომელიც პირამიდასავით შექმნა და ყველგან, სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში ჰყავს თავისი ფეოდალები, რომლებიც ასევე არიან კორუფციაში ჩაფლულნი და ეს ყველაფერი ხდება ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ხალხს უნდა უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა, მეტი შემოსავალი, მშვიდობა, ევროკავშირში გაწევრიანება და არ უნდა ივანიშვილის პირობებში ცხოვრება, ამიტომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ არიან ჩამოყალიბებულები, რომ ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფელ მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს.
მისივე ცნობით, მოქალაქეები, ლიდერებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბრისთვის განწყობა არის იდეალური და რომ ისინი 4 ოქტომბერს აუცილებლად შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობას;
თაგები:
ვასო ურუშაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


