ვასო ურუშაძე - როცა ვიმყოფებით მსგავსი ვითარების წინაშე, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვეკიდებოდეთ პროვოკაციულ განცხადებებს და მოქმედებებს

ავტორი
Front News საქართველო
ეს იგივეა, რომ რომელიმე სახელმწიფომ - უკრაინამ, ან სხვა ევროპულმა თუ ჩვენმა მეზობელმა, დაიწყოს სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
"დონეცკის არაღიარებული, ოკუპირებული რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთან რაღაც მჭიდრო კავშირებზე და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეროვნული პროვოკაცია. ეს იგივეა, რომ რომელიმე სახელმწიფომ - უკრაინამ, ან სხვა ევროპულმა თუ ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ დაიწყოს სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთთან.
როცა ჩვენც ვიმყოფებით ოკუპაციის, მსგავსი ვითარების წინაშე, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვეკიდებოდეთ პროვოკაციულ განცხადებებს და მოქმედებებს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის შემოტანა იგეგმება. სააგენტოების ცნობით, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკამ საქართველოსთან ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწია. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიზნესმენი ვალერიანე ქოჩიაშვილი დაჰპირდა, რომ დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას უზრუნველყოფს.
თაგები:
ვასო ურუშაძე




