
ავტორი
Front News საქართველო
სახეზე გვაქვს სურათი, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი მიედინება კერძო კომპანიებში, შემდეგ ეს კერძო კომპანიები მათთან დაახლოებული პირები, დამფუძნებლები, დირექტორები არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა
მისივე თქმით, ქვეყანაში არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო და არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.
“სახეზე გვაქვს სურათი, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი მიედინება კერძო კომპანიებში, შემდეგ ეს კერძო კომპანიები მათთან დაახლოებული პირები, დამფუძნებლები, დირექტორები არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები. ჯანსაღი პროცესი იქნებოდა, სხვა კომპანიები რომ სწირავდნენ ოპოზიციურ პარტიებსაც და გვქონდეს ჯანსაღი კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომ ადამიანები და მათ შორის, კომპანიები, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი სახელმწიფო შესყიდვებში, ღიად და დაუფარავად სწირავდნენ თანხებს ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა ეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ხდება. ვერ ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს რეპრესიებს იმ ადამიანებისა და იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, ამიტომ, ჩვენ გვაქვს სახეზე არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო, არაჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ არ საჯაროვდება
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს