
ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია ევროპარლამენტმა განიხილოს ოლიგარქიული რეჟიმის ვერტიკალში მყოფი ძირითადი საყრდენი პირების დასანქცირება, – აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე.
“არაფორმალური მმართველობის მთავარ წყაროს წარმოადგენს ბიზნესის საფარქვეშ მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ახდენენ დიდი ოდენობით შავი ფულის აკუმულირებას.
აღურიცხავი ფინანსური რესურსი კი ძალაუფლების შენარჩუნების, კრიმინალური ჯგუფების დაფინანსების, ამომრჩევენლთა მოსყიდვის და სახელმწიფოს მიტაცების ძირითადი ინსტრუმენტია.
ანტიკორუფციული მოძრაობა ვიკვლევთ აღნიშნული პირების კავშირებს კრემლთან, მათ კორუფციულ და დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოში, ნეგატიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნეში, რაც ღიად უქმნის საფრთხეს დემოკრატიას და ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში.
კვლევის ფარგლებში ასევე მოხდა არაერთი ეკონომიკური სუბიექტის იდენტიფიცირება, რომლებიც ღიად ატარებენ კრემლის პოლიტიკას საქართველოში, ეხმარებიან რუსულ კომპანიებს გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს და არიან მჭიდროდ დაკავშირებული არაფორმალურ მმართველებთან.
კვლევის შედეგებს შუალედური ანგარიშების სახით ანტიკორუფციული მოძრაობა ეტაპობრივად წარუდგენს საზოგადოებას, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს”, – აცხადებს ურუშაძე.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს