
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის, საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავს ესხმის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ერთობით, ერთიანობით და ის, რაც “ოცნებამ” გააფუჭა ერთიანობით აუცილებლად ავაშენებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
“მინდა, მივმართო თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, რომელიც თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. მე მინდა მას ვკითხო, როგორ აპირებს ის თბილისის მეტროს რეაბილიტაციას? როგორ აპირებს ის აითვისოს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში “იბიარდის” მიერ გამოყოფილი თანხები, რომლის 200 მილიონი უნდა მოხმარდეს თბილისში 12 მეტროს სადგურის რეაბილიტაციას, 36 ესკალატორის განახლებას? როგორ უნდა აითვისოს მან 600 მილიონი, რომელიც გამოყოფილია მეტროპოლიტენის ვაგონების განახლებისთვის? თბილისის, საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავს ესხმის მთავარი სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს არჩევნებში არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არჩევნები, რომელიც გადაარჩენს საქართველოს.
ჩვენ 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ერთობით, ერთიანობით და ის, რაც “ოცნებამ” გააფუჭა ერთიანობით აუცილებლად ავაშენებთ”, – განაცხადა ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს