
ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები და მედია ამტკიცებდა, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
“კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები და მედია ამტკიცებდა. ეს არ იყო მხოლოდ ვარაუდები, ეს იყო მტკიცებულებები, რომელიც არაერთხელ გადაეცემოდა სხვადასხვა ოპოზიციური არხის ჟურნალისტური გამოძიების რეპორტაჟებში, თუმცა დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რათა მიიღოს პირადი სარგებელი, პირადი კეთილდღეობა.
საუბარია დიდი ოდენობით შავ ფულზე, რომლითაც ის აფინანსებს თავის მმართველ პარტიას და რომელიც ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში.
ამ დანაშაულებრივი სქემების მფარველობაში ჩართულია მთლიანი სახელმწიფო სტრუქტურა, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გაგრძელებული ფინანსური პოლიციით და შინაგან საქმეთა სამინისტროთი.
ისინი პასუხს აგებენ, როგორც საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მთელი მსოფლიოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს