ვატო ბჟალავა დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
“რონდელის ფონდის” მკვლევარი ვატო ბჟალავა დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ნათია ჩიქოვანის ინფორმაციით, “რონდელის ფონდის” მკვლევარი აბაშიძის ქუჩიდან გაიტაცეს.
“აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!!”, – წერს ჩიქოვანი.
თაგები:
ვატო ბჟალავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს