ვატო შაქარიშვილი - მისტერ პაველ, გირჩევთ, ბოროტად ნუ სარგებლობთ ქართველი ხალხის მოთმინებით


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის “ელჩს” ყოფნის უტიფრობა და არაევროპულად გვითვლის, მანიაკების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მაშინ, როცა გერმანიაში ყველაზე დიდი პარტია ექსტრემისტულად გამოაცხადეს, საფრანგეთში ლე პენი სასამართლოს მეშვეობით პოლიტიკას ხელოვნურად ჩამოაშორეს, მოლდოვასა და უკრაინაში ოპოზიცია გააუქმეს და ცხადია ამაზე რეაგირება არავის ჰქონია, რადგან თავად არიან ამ ყველაფრის ავტორები, - ასე ეხმიანება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ვატო შაქარიშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ "პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი".
"პაველ ჰერჩინსკი - პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები...
ეს იგივეა, 1945-ში პოლონელი ხალხისთვის მოგვეწოდებინა ფაშისტებთან დიალოგისკენ, გებელსის, ჰიმლერის და ოსვენციმის შემქმნელების დაუსჯელობისკენ!
ევროკავშირის “ელჩს” ყოფნის უტიფრობა და არაევროპულად გვითვლის, მანიაკების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მაშინ, როცა გერმანიაში ყველაზე დიდი პარტია ექსტრემისტულად გამოაცხადეს, საფრანგეთში ლე პენი სასამართლოს მეშვეობით პოლიტიკას ხელოვნურად ჩამოაშორეს, მოლდოვასა და უკრაინაში ოპოზიცია გააუქმეს და ცხადია ამაზე რეაგირება არავის ჰქონია, რადგან თავად არიან ამ ყველაფრის ავტორები.
დღეს, ჰერჩინსკიმ ეს განცხადება ზუსტად იმ დროს გააკეთა, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ნაც-რეჟიმის მორიგ მსხვერპლს, ქალბატონ ნანა ქადაგიშვილს უსმენდნენ. ამ ადამიანს ოჯახი გაუნადგურეს. დაუჭირეს, დაუავადმყოფეს და მოუკლეს მეუღლე და შვილი. არ აკმარეს, თავადაც დააკავეს, ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ, პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. გუშინ ახალგაზრდა, უდანაშაულო კაცს მოვუსმინეთ, რომელსაც დედა თვალწინ უცემეს. გამოგონილი ბრალის აღიარების მიზნით, კოხტა კოდუამ და მეგის ქარდავამ ცემით დააინვალიდეს, რის შედეგადაც ბუნებრივად შვილი ვეღარასოდეს ეყოლება. რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ხალხმა მოისმინა, როგორ ემუქრებოდნენ მამას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებით...
როინ შავაძის მეუღლისგან მოვისმინეთ, როგორ აწამეს და დახვრიტეს 2008 წლის ომიდან დაბრუნებული გმირი სამხედრო... მოვუსმინეთ ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს რა ხდებოდა ქართულ „აბუ გრეიბში“ - წამება, ღირსების შელახვა, გვამებზე მიბმა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ცემით მოკვლა, მუქარა ოჯახის წევრების მოკვლით და გაუპატიურებით, სხვისი წამების ყურების იძულება... და ა.შ. და ა.შ.
მოვუსმინეთ ია მეტრეველს, რომელსაც ერთადერთი შვილი 19 წლის ასაკში მოუკლეს და შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს. სულხან მოლაშვილის მამის სიტყვები ახლაც ჩამესმის - „წამებით, ნელი სიკვდილით მომიკლეს შვილი...“ 14 წლის გიორგი ზერეკიძის ისტორიამ წლების შემდეგ კიდევ ერთხელ შეძრა საზოგადოება, როგორი იყო მოზარდი ბიჭის პატიმრობა, რომელსაც მისი თავისუფლებისთვის მებრძოლი მშობლებიც დაუჭირეს და მამა ციხეში მოუკლეს... კომისიის ყოველ სხდომაზე ვისმენთ რეალურ ისტორიებს, როგორ ართმევდნენ ადამიანებს ბიზნესს, კერძო საკუთრებას, ფულს, ჩინოვნიკების მეუღლეებისთვის სასურველ ძვირად ღირებულ ავტომობილებს... ვისმენთ, როგორ ექცეოდნენ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, როგორ ითვისებდნენ მედიებს...
კომისიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წლის ომში ნაც-რეჟიმის მიერ ჩადენილი ღალატი! დანაშაულებათა კასკადი, რამაც შეიწირა ჩვენი გმირი ჯარისკაცების, ასევე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე და დაგვაკარგვინა ტერიტორიები...
მისტერ პაველ, დიდი ხანია ვიცით, რომ თქვენ ნამდვილად ხართ დიალოგში, თანამშრომლობაში და ჰარმონიაში კოხტა კოდუასთან, მეგის ქარდავასთან და იმ კასტილიან კაცთან, რომელიც მაგიდაზე „სკოჩით“ მიბმულ კაცს აუპატიურებდა 35 ლარის (10€) სანაცვლოდ! ვიცით, რომ წლებია, რევოლუციურ სცენარებს გეგმავთ სწორედ ამ მანიაკების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რომ ჩვენი ქვეყანა დამანგრეველ ომში გახვიოთ. ამ ფონზეც კი, ქართველი ხალხი გითმენთ და თბილისის ქუჩებში მშვიდად დადიხართ! გირჩევთ, ბოროტად ნუ სარგებლობთ ქართველი ხალხის მოთმინებით!!!" - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ვატო შაქარიშვილი