Logo

ვატო შაქარიშვილი – ეს იყო აღშფოთებული, აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა

პოლიტიკა
921
Frontnews image description

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რომელიც ბორჯომში იმ სასტუმროსთან იმყოფებოდა,  სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები სემინარის გამართვას გეგმავდნენ, ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

შაქარიშვილის თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ სემინარის ჩატარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. 

 

“ზურაბ ჯაფარიძეს რაზე უნდა წაეკითხა ლექცია, როგორ ჩავიხადოთ შარვალი მტრის წინაშე? თქვენ უნდა გვითხრათ მადლობა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ აქ ვერ ჩამოაღწია. 

 

ეს იყო აღშფოთებული, აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, ბორჯომელები, წაღვერელები, ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერები, ადგილობრივები, რომლებიც არასოდეს არ შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა მოწამლონ ახალგაზრდები. 

 

ძალადობა არის ის, რასაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აკეთებს, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ეს იყო აქცია. ნუ დააკავშირებით ამ ინციდენტს ჩვენს მოძრაობასთან იმას, რაც მოხდა გორში”, – განაცხადა  შაქარიშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები