
ავტორი
Front News საქართველო
“რა მორალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ?! უამრავი ახალგაზრდა ადამიანის სისხლში გაქვთ ხელები ამოსვრილი! ან მონაწილეები იყავით იმ სისასტიკის ან ამაზრზენად აპრავებდით ან უყრუებდი,”- ასე ეხმიანება ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას.
როგორც შაქარიშვილი წერს, ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა და მიზეზები არ გარკვეულა, თანაგრძნობის გარდა, ყველა სიტყვა სპეკულაცია და ბინძური პოლიტიკური მავნებლობაა.
“რა მორალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ?! უამრავი ახალგაზრდა ადამიანის სისხლში გაქვთ ხელები ამოსვრილი! ან მონაწილეები იყავით იმ სისასტიკის ან ამაზრზენად აპრავებდით ან უყრუებდით… სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი… ამ პრინციპით ცხოვრობდით!კომფორტის ზონიდან არ გამოდიოდით, ხმა არ ამოგიღიათ მასობრივ მკვლელობებსა და წამებაზე!!! რა ხდებოდა თუ ციხეში თუ ქუჩებში…?! მორალური პედესტალიდან ლაპარაკობთ?! ვის დააჯერებთ, რომ პატარა ანგელოზის სიცოცხლე გადარდებთ…?!
ღამის ვამპირებივით უმალ რომ გამოეყრებით, ერთ წამში ყველა დარგის ექსპერტები ხდებით… საქმე თქვენ არ გიკეთებიათ… არც წარმატების ფასი იცით და არც დაშვებულ შეცდომაზე სინანული… კალაძეს და მერიას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ დღეს ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა და მიზეზები არ გარკვეულა, თანაგრძნობის გარდა, ყველა სიტყვა სპეკულაცია და ბინძური პოლიტიკური მავნებლობაა!!!” – წერს შაქარიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს