
ავტორი
Front News საქართველო
“ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის – სააკაშვილის ფოტოებით დარბის, ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში!”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.
როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა.
“ქვეყანა თავზე ენგრევა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეღუპება, ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, დარჩენილი მოსახლეობის კვების და გათბობის უმძიმესი პრობლემები აქვს… ეს კიდე სიმულიანტი დამნაშავის – სააკაშვილის ფოტოებით დარბის…
ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში! ამ ყველაფერზე კასიანოვის საგარეოში დაბარება ნამდვილდ ვეღარ იქნება შესაფერისი პასუხი! მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ?! დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა, ხან რას აბრალებენ ჩვენს ქვეყანას და ხან რას?! ომს თუ გამოგვიცხადებენ ოფიციალურად, მეტი რაღა დარჩა…?
P.S. სააკაშვილმა “შპიგელში” დაწერა უკრაინაში ჩანერგილმა რუსეთის სპეცსამსახურებმა გამომაგზავნეს არაჟნებთან ერთადო და ზელენსკიც უმალ გააქტიურდა… ბევრი აქვს ეტყობა ამაზეც მოსაყოლი…”- წერს შაქარიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს