ვატო შაქარიშვილი – ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი სანქციებით დასაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას ეხმაურება.
“ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია და განადგურებისთვის გაწირა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა და გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს.
ასეთია ევროამერიკული სტანდარტი!”- წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:





