ვატო სურგულაძე – პარლამენტში საკმაოდ ბევრი ექიმია მმართველი პარტიიდან, რა პრობლემა აქვთ, რომ ერთხელ მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს გაესაუბრონ?

ავტორი
Front News საქართველო
მიკვირს, პარლამენტში საკმაოდ ბევრი ექიმია მმართველი პარტიიდან – ყოფილი მინისტრი, ყოფილი თამადა, რა პრობლემა აქვთ, რომ ერთხელ მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს გაესაუბრონ? – ამის შესახებ “ლელოს“ წევრმა, ექიმმა ვატო სურგულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ ექიმების აქციაზე, კიდევ ერთხელ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, რაც მისი სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.
“ეს არის ჰუმანიტარული აქცია, არ არის პოლიტიკური აქცია. ისევ და ისევ დადგება საკითხი – გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, როცა შეგვიძლია ამის გაკეთება, დროულად გავაკეთოთ. ეს იქნება ჩვენი პათოსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანი, გვაქვს ამის საშუალება, არის ამის ყველანაირი მონაცემები, რომ საჭიროებს ამას, ეს არ არის ვიღაცის ახირება, ექიმები ვიქნებით ძირითადად, ვინც ვიცით.
მიკვირს, პარლამენტში საკმაოდ ბევრი ექიმია მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი მინისტრი, ყოფილი თამადა, რომელიც ყოველთვის იძახის, – “თეთრი ხალათი“, “ღირსება“, “ადამიანის სიცოცხლე“. რა პრობლემა აქვთ, რომ ერთხელ მივიდნენ და გაესაუბრონ მიხეილ სააკაშვილს? ყოფილ მინისტრს რატომ არ შეუძლია მივიდეს და ნახოს რეალური მდგომარეობა? იგივე კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, რატომ არ შეუძლია ნახოს და რეალური სურათი დაინახოს? არა, ამასაც არ აკეთებენ.
როდესაც შენ შეგიძლია გადაარჩინო ადამიანის სიცოცხლე და ამას არ გააკეთებ, ეს გაცილებით დიდი ბოროტებაა“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანით მოთხოვნით ექიმების აქცია, ხვალ, 14:00 საათზე კანცელარიასთან გაიმართება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




