ვატო წერეთელი – ყველა გზას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად


ავტორი
Front News საქართველო
ყველა გზას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა აშშ-ის ელჩთან მედიამენეჯერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ელჩს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.
“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მადლობას ვუხდი ელჩს ამ შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამია დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის საქმიანობას. შეხვედრა დიდხანს გაგვრძელდა, ჩვენ მას ჩვენი წუხილები გავუზიარეთ. არ შეიძლება ქვეყანაში პრეზიდენტი ციხეში კვდებოდეს, ტელევიზიის დირექტორი ციხეში იჯდეს, ჩემი ოჯახი ციხის გზას ადგეს, „ფორმულას“ დირექტორი და დამფუძნებელი გზად იყოს ციხისკენ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს, წერეთლის თქმით, მედიამენეჯერები მზად არიან პრეზიდენტთან შესახვედრად, თუ სალომე ზურაბიშვილი თანახმა იქნება.
“ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ სალომე ზურაბიშვილს, ყველა გზას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად“, – განაცხადა წერეთელმა.


ვატო წერეთელი – ნიკა გვარამია უფრო თავისუფალია დღეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს დამონებული “ქართული ოცნება”

“მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”

ნიკა გვარამიას დავალებით, მისმა მეგობარმა და დაახლოებულმა პირმა გვარამიას მეგობრებისთვის საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები შეიძინა – ამირან გულუაშვილი გვარამიას საქმის დეტალებზე