Logo

ვატო წერეთელი – შაბათს, 18:00 საათზე გვექნება დიდი აქცია რუსთაველზე

საზოგადოება
583
Frontnews image description

“ტვ პირველის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი  17 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას აანონსებს.

 

“პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ 4-მა მაუწყებლობამ ერთად შეწყვიტა ეთერი. გუშინ რეგიონალური არხებიც გაითიშა. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით უფრო ხმამაღლა გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ჩვენ გეგმებს რაც შეეხება, შაბათს, 18:00 საათზე გვექნება დიდი აქცია რუსთაველზე” – აცხადებს ვატო წერეთელი. 

 

ამ წუთებში 4 ტელეკომპანიის: “ტვ პირველის”, “მთავარის”, “ფორმულას” და “კავკასიის” ეთერები გათიშულია. ტელევიზიებმა მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად, 24 საათით შეწყვიტეს. მათ ეთერში მხოლოდ იმ ჟურნალისტების სახელები და გვარები გადის, ვისაც 5-6 ივლისს თავს მოძალადე ჯგუფები დაესხნენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები