ვაჟა გაფრინდაშვილი – ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ალბათ, იქვე გვერდით იმყოფებოდა, არ იყო მიწვეული ამ შეხვედრაზე

ავტორი
Front News საქართველო
პრაღაში, სადაც კავკასიის საკითხზე მსჯელობდნენ, საქართველოს წარმომადგენელი არ იყო მიწვეული, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ალბათ, იქვე გვერდით იმყოფებოდა, არ იყო მიწვეული ამ შეხვედრაზე, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ხსნის თუ რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთის მოქალაქეებისათვის საზღვარზე ფილტრს არ აწესებს.
“რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ფილტრი აუცილებლად უნდას არსებობდეს, “გოსდუმის“ დეპუტატი, ნებისმიერი დეპუტატი, პოლიციის უფროსი, რუსეთის მთავრობის ნებისმიერი თანამდებობის პირს უნდა აეკრძალოს შემოსვლა. ისინი ყველანი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.
ძნელი სათქმელია რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, თუნდაც ის ფაქტი, რომ პრაღაში აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი კავკასიის საკითხებზე მსჯელობდნენ, ამ დროს იქ საქართველოს წარმომადგენელი არ იყო, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ალბათ, იქვე გვერდით იმყოფებოდა, არ იყო მიწვეული ამ შეხვედრაზე, სხვა თუ არაფერი, ჩაი ან ყავა მაინც დაერიგებინა, რადგან თავის დროზე კარგი მდივანი იყო“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




