Logo

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში "ერთი დღე ჯარში" გაიმართა

სამხედრო
173
Frontnews image description

პროექტი „ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად იმართება. ამჯერად, ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ. სამხედრო ქვედანაყოფში ასევე იმყოფებოდნენ მოსწავლეები თბილისის 143-ე, 79-ე, 140-ე და 26-ე საჯარო სკოლებიდან, სადაც ისწავლება საგანი „სამხედრო საქმე“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა სამხედრო ბაზაზე სტუმრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან პატივის მიგებით დაიწყეს, რის შემდეგაც ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.

პროექტის მიზანს ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები