ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანზე ნიკა მელიას “ქართული ოცნების” აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ვაზისუბნის # 62 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ რამდენიმე ადამიანი ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
საარჩევნო უბანზე იმყოფება “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი.
“სადაც მივა ნიკა მელია ყველგან მივა, ყველგან დავხვდებით, ეს უბანი აქვს მოგებული კახა კალაძეს და ნიკა მელია აქ პროვოკაციისთვის მოვიდა”, – განაცხადა დავითულიანმა.
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის ელექტროენერგია გამორთულია.
საარჩევნო უბანზე მყოფები აცხადებენ, რომ ელექტრეოენერგიის გათიშვა მოკლე ჩართვას უკავშირდება, რაც გამათბობელის ჩართვამ გამოიწვია.
თაგები:
ნიკა მელია