ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
ვაზისუბანში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, დაშავებულებიდან ერთ-ერთი ის ადამიანია, რომლის ბინაშიც აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც მან შუქი აანთო.
ის კლინიკაშია გადაყვანილი, სამს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მისივე თქმით, კორპუსის პირველ სართულზე სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. კოპრუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს