
ავტორი
Front News საქართველო
ეს კანონი შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან და უნდა გაუქმდეს. ასევე არ უნდა იქნეს მიღებული ვეტოს დადების შემდეგ. თუ საქართველოში ფიქრობენ, რომ არსებობენ იურიდიული პირები, რომლებიც უცხოური აქტორების მითითებით მოქმედებენ და მიიჩნევენ, რომ კანონი ლობირების შესახებ საკმარისი არ არის, შეუძლიათ გადახედონ კანონს და ვენეციის კომისია მზად არის, დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
“არსებობს ორი ტიპის კანონი – ერთი, რომელიც ვრცელდება იურიდიულ პირებზე, ვინც უცხოელი აქტორების მითითებით მოქმედებენ, იგულისხმება კანონი ლობირების შესახებ. ამის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების ფარა. მეორე მხრივ, არსებობს კანონები, რომლებიც ეხება იურიდიულ პირებს იმის გამო, რომ ეს იურიდიული პირები დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ასეთი კანონები აამოქმედეს რუსეთში, ყირგიზეთსა და უნგრეთში და კრიტიკულად შეაფასეს ვენეციის კომისიამ და ევროპულმა ინსტიტუციებმა, ევროპული სასამართლოს ჩათვლით. ქართლი კანონი სწორედ მეორე ტიპის კანონს განეკუთვნება. ვენეციის კომისიის დასკვნა საკმაოდ მკაფიოა.
ეს კანონი შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან და უნდა გაუქმდეს. ასევე არ უნდა იქნეს მიღებული ვეტოს დადების შემდეგ. თუ საქართველოში ფიქრობენ, რომ არსებობენ იურიდიული პირები, რომლებიც უცხოური აქტორების მითითებით მოქმედებენ და მიიჩნევენ, რომ კანონი ლობირების შესახებ საკმარისი არ არის, შეუძლიათ გადახედონ კანონს და ვენეციის კომისია მზად არის, დახმარება გაუწიოს”, – განაცხადა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
თაგები:
ვენეციის კომისია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს