“ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას, არასოდეს დავუჭერ მხარს ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც ვრცელდება ყველა დამნაშავეზე”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, არასოდეს დაუჭერს მხარს ისეთ კანონპროექტს, რომელიც 20 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავეზე გავრცელდება.
„ქართული ოცნება“ 24 საათის განმავლობაში საუბრობს, რომ ჩვენ გვინდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში გავაჩინოთ ჩანაწერი, სადაც ნიკა მელიას თანხმობა იქნება აუცილებელი, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტია. ძალიან ბევრჯერ მოისმინეს უკვე ჩემი პოზიცია, რომ ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას იმიტომ, რომ მე არასოდეს დავუჭერ მხარს იმ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც ვრცელდება ყველა დამნაშავეზე. ამიტომ შეწყვიტონ კომენტარების კეთება, შეწყვიტონ ღელვა და შფოთვა და თუ უნდათ მიიღონ ის კანონპროექტი, რომელზეც საუბრობენ.
დარწმუნებული ვარ კობახიძე ნერვიულობს, ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს იმიტომ, რომ მათ ამ სახით თუ მიიღეს ამნისტიის კანონპროექტი, კვლავ მოუწევთ ორი, სამი და ოთხი ათასი სპეცრაზმელის მოგზავნა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. ერთი – ამ სისულელის ჩადენა მეორეჯერ მოუწევთ და მეორე – მოუწევთ მთელი დასავლური ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს.
თაგები:





